მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტი პარალიზებულია

The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, №1 ტერორისტი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი პარალიზებულია.

ტერორისტული ორგანიზაციის წინამძღვარი, ბაღდადზე აშშ-ს საავიაციო თავდასხმის დროს, ხერხემალში დაიჭრა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, დასავლეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფაა, რომელსაც ასევე აბსოლუტურ თეოკრატიულ მმართველსაც უწოდებენ.

2011 წლის 4 ოქტომბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ–ბაღდადი მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტად გამოაცხადა და მის შეპყრობაში ან მოკვლაში დახმარებისთვის, ჯილდოდ 10 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

ალ-ბაღდადის მემკვიდრედ, მისი მოადგილე აბუ ალაა აფრი დაასახელეს, რომელიც ადრე ფიზიკის მასწავლებელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button