“მსოფლიოს საუკეთესო ბალერინა” გარდაიცვალა [VIDEO]

გერმანიაში, 90 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა ლეგენდარული  პრიმა-ბალერინა მაია პლისეცკაია.

ბალეტმეისტერი, მსახიობი და მესერ-პლისეცკის თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი; აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინად. იგი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა სხვა ცნობილ რუს ბალერინასთან, გალინა ულანოვასთან ერთად და ამ უკანსკნელის სცენიდან წასვლის შემდეგ მოიპოვა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინას ტიტული.

პლისეცკაია ბალეტის ხელოვნების შესწავლას ცხრა წლის ასაკიდან შეუდგა, ხოლო მისი პირველი წარმოდეგნა შედგა დიდ თეატრში თერთმეტი წლის ასაკში. თვრამეტი წლის ასაკში გაწევრიანდა დიდი თეატრის საბალეტო დასში, მალევე დაწინაურდა და ამ დასის წამყვანი სოლისტი გახდა. მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებს პოლიტიკური რეპრესიების გარეშე არ ჩაუვლია. დიდ თეატრში გაწევრიანებიდან თექვსმეტი წლის განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საზღვარგარეთ გასვლა. ამასთან, ცივი ომის პერიოდში მისი, როგორც ეროვნული ბალერინას წარმატება აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიღწევების წარმოსაჩენად. 1959 წელს პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მოუხსნა მაია პლისეცკაიას საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და მას „არამხოლოდ საბჭოთა კავშირის საუკეთესო, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ბალერინა“ უწოდა.

1990 წლამდე დიდი თეატრის მოცეკვავის რანგში წარმოჩენილმა მისმა ცეკვის ოსტატობამ შეცვალა ბალეტის სამყარო, დააწესა რა ბალერინებისთვის მაღალი სტანდარტები როგორც ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, ასევე დრამატული წარმოდგენის მხრივ. სოლისტის რანგში პლისეცკაიამ შექმნა მთელი რიგი წამყვანი როლებისა, მათ შორის მოისეევის სპარტაკი (1958), გრიგოროვიჩის ქვის ყვავილი(1959), ავრორა გრიგორევიჩის უძინარ მზეთუნახავში (1963), სპეციალურად მისთვის დაწერილი ალბერტო ალონსოს კარმენ-სიუიტა (1967) და მორის ბეჟარის აისიდორა. ასევე მის ყველაზე ცნობილ როლებს შორის არის ოდეტა-ოდილი გედების ტბაში.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4755″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1430653155850″]

მსგავსი პოსტები

Back to top button