მსოფლიომ “დღე მეტროში შარვლის გარეშე” იზეიმა [Photo/video]
10 იანვარს ყოველწლიური “დღე მეტროში შარვლის გარეშე” აღინიშნა, რომლის პატივსაცემად მსოფლიოს მრვალ ქალაქში მგზავრები მეტროპოლიტენებში საცვლების ამარა გამოცხადნენ, – იუწყება The Gardian.
ეს დღე მსოფლიოს 60 ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება.
ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ლონდონის, მადრიდისა და სხვა მეგაპოლისების ათასობით მკვიდრმა მეტროს შარვლებისა და ქვედაკაბების გარეშე მიაშურა. ცივი ამინდის მიუხედავად, ხალხი ქუჩებში გასვლასა და ფლეშმობში მონაწილეობის მიღებას არ შეუშინდა.
ფლეშმობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მონაწილე მეტროში წელსქვემოთ შიშველი – მარტო საცვლების ამარა უნდა ჩავიდეს, წელსზემოთ ამინდის მიხედვით უნდა ეცვას და გარშემომყოფებმა ისეთი გამომეტყველება უნდა მიიღონ, თითქოს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მკვიდრთ უცნაური ტანისამოსით ვერ გააკვირვებ და ისინი აღნიშნულ აქციასაც საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ.
“დღე მეტროში შარვლის გარეშე” პირველად 2002 წელს მოეწყო და მასში მონაწილეობა შვიდმა ადამიანმა მიიღო.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27116″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]