სტამბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა [Video]
სტამბულის ისტორიული ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე ძლიერი აფეთქება მოხდა, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა Hurriyet.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მოედანი ტურისტებში ძალიან პოპულარული ადგილია. აფეთქება ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის – ეგვიპტიდან ჩამოტანილი თეოდოსიუსის (თუტმოს III) ობელისკის მახლობლად მოხდა.
სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი დაშავდა, მათ შორის 1 სამხრეთ კორეის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილი პოლიციის მანქანებითაა გარსშემორტყმული, ადგილზე სამართალდამცველები და მედიკოსები მუშაობენ.