მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერი აგრძელებს ბახმუტზე შეტევას, ვითარება კი მძიმეა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ კვლავ მოინახულა ბახმუტი, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრი.

მან უკრაინის სამხედროთა პოზიციები დაათვალიერა. სირსკის თქმით, გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა.

„სიტუაცია სტაბილურად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ განაგრძობს საიერიშო მოქმედებებს,“ განაცხადა სირსკიმ. „ჩვენ ვანგარიშობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და შექმნილი ვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ.“
სირსკის თქმით, 25 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსები ფრონტზე შტურმს აგრძელებენ. ამავდროულად, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე პრაქტიკულად შეჩერდა.

“ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. ვითარება სტაბილურად მძიმეა. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს ადამიანურ რესურსში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებს. ჩვენი დამცველები მძიმე პირობებში გმირულად აკავებენ მტრის შემოჭრას და მათ გეგმების განხორციელების შანსს არ უტოვებენ”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

2023 წლის დასაწყისიდან მოკიდებული რუსეთი აქტიურ იერიშებს ახორციელებს ბახმუტის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს ქალაქის სრულად დაკავებას. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეები მძიმე დანაკარგებს განიცდიან ბახმუტზე კონტროლის დაწესებისთვის ბრძოლებში.

შაბათს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ თავის ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ ბახმუტში რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეჩერდა და რომ, როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში რუსეთის ჯარების უკიდურესი გამოფიტვის ნიშანია.

ამ მონაცემების კომენტირებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბახმუტი კვლავაც რჩება სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად.

ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებაზე შემცირდა საბრძოლო შეტაკებები. მაგრამ, მისი თქმით, ბახმუტთან რუსეთის ჯარების გამოფიტვის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის განცხადება „დაზუსტებას საჭიროებს“. უკრაინის მხარეს კვლავაც მიაჩნია, რომ ბახმუტი რუსეთის ჯარების მთავარი იერიშის მიმართულებად რჩება.

საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, ბახმუტში რჩება დაახლოებით 3500 სამოქალაქო პირი, მათ შორის – 32 ბავშვი.

26 მარტს, უკრაინის ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმების ინტენსივობის შემცირებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button