მნიშვნელოვანისაქართველო
მთაწმინდაზე კლდე ჩამოინგრა

თბილისში მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან კლდის ნაწილი მწვანე საფართან ერთად ჩამოინგრა.
ინფორმაციას კლდის ნგრევის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს მოქალაქე თეო ძაგნიძე.
მისი ცნობით, სამაშველო სამსახური საჭიროდ თვლიდა ინციდენტის მახლობლად მცხოვრები ხალხის ევაკუაციას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ოჯახი, რომელიც მშენებლობასთან ახლოს ცხოვრობს, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.