კახეთში სააღდგომოდ “ქამრები მოუშვეს“ [აუდიო]

მოუსმინეთ სოფო სარალიძის რეპორტაჟს

საქართველოს მთავრობის მიერ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გამოცხადებიდან დიდი დრო არ გასულა და ლაგოდეხში სააღდგომოდ პრემიების დარიგება გადაწყვიტეს. პრემიების დარიგება მიუღებელი აღმოჩნდა სახელისუფლებო პარტიის რიგი წევრებისთვის, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან საკითხი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. კიდევ რომელი რაიონი გასცემს სააღდგომოდ პრემიებს და რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე საზოგადოებას?

ლაგოდეხში თვითმმართველობა წინასააღდგომოდ ე.წ. „ქამრებს“ უშვებს. „წითელი კვერცხის“, „პასკისა“ და სადღესასწაულო სუფრის გაწყობისთვის საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს ერთი თვის სახელფასო სარგოს ოდენობის დანამატი მიეცემათ. რადიო „ჰერეთმა“ დაითვალა და, ჯამში, სადღესასწაულო წახალისება ადგილობრივ ბიუჯეტსდაახლოებით 165 ათასი ლარი დაუჯდა. გამგებელი კახა ჯამბურია ირწმუნება, რომ ეს თანხა თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლების მიერ გაწეული შრო

„დანამატს მიიღებენ მუნიციპალიტეტში მომუშავე ადამიანები, საკრებულო-გამგეობის თანამშრომლები. ეს დანამატი ჩვენ ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული. შესაბამისად, საკრებულომ და გამგეობამ საჭიროდ ჩათვალეს, რომ წინასააღდგომოდ საკუთარ თანამშრომლებს მისცენ დანამატი“.

ადგილობრივ თვითმმარველობას წინასწარ დაანონსებულ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასუწუნებს ლაგოდეხში პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი გია ლობჟანიძე. მისი თქმით, მაშინ როცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და ხელისუფლება მათთვის მიცემული დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს, პრემიების აღება უხერხული და მიუღებელია:

„განუმტკიცებელი ხელისუფლების და ბევრი დაპირებების შეუსრულებლობის ფონზე, ხომ იცით, რომ ამ თემას საზოგადოებაში ცუდი გამოხმაურება მოჰყვება? გიღირთ ეს? იქნებ გადაგედოთ და შემდგომ გამოგეყენებინათ ეს უფლება – აი, მაგალითად, მაშინ, როცა საქმეები გაკეთდება“.

სახელფასო დანამატის – პრემიის – გაცემის მომხრეა საკრებულოში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ზვიად ხვედელიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ თანამდებობის პირებისწახალისება ცუდად არ უნდა იქნეს აღქმული:

„ყველა ოჯახებიდან ვართ და ყველა თავისი ოჯახური ყოველდღიურობით ცხოვრობს. თუ არის, – და, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არის – ერთი თვის სარგოს ოდენობის პრემია, მე მგონია, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნება, ამ ბრწყინვალე დღესასწაულისთვის იყოს დარიგებული“.

სახელმწიფოს მიერ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად, თელავის გამგებელიც ფიქრობს, რომ თანამშრომელთა წახალისება აუცილებელია და მას კანონიც ითვალისწინებს. ამიტომ ალექსანდრე შათირიშვილი აღდგომის დღესასწაულზე პრემიისთვის 90 ათას ლარს გამოყოფს:

„ჩვენ ბიუჯეტში ორჯერადი პრემია გვიზის – ერთი საახალწლოდ, ხოლო მეორე სააღდგომოდ. თითოეულის ბიუჯეტია 93 ათასი ლარი“.

კახეთში ამომრჩეველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჯარო თუ თანამდებობის პირებმა პრემიებისა და დანამატების აღება უნდა შეწყვიტონ. მათი თქმით, „ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არა სახელფასო დანამატების გაცემას“:

„მე ასე მგონია, რომ პრემიები დამსახურებისა და გაკეთებული საქმეების მიხედვით უნდა რიგდებოდეს“.

„მე გავიგე, რომ ხელფასები და პრემიები უნდა შეამცირონო და, რა ვიცი… პირიქით აკეთებენ?!“

„თუ არიგებენ, ყველას არ უნდა მისცენ. ვინც კარგად იმუშავა, მან აიღოს პრემია“.

გურჯაანში კი საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები შესაძლოა სააღდგომო პრემიის გარეშე დარჩნენ. საკრებულოს ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებენ, რომბიუროზე პრემიების გაცემისსაკითხი ჩავარდა და, შესაბამისად, საკრებულო მომდევნო სხდომაზე ამთემას აღარ განიხილავს.ჯერჯერობით უცნობია „ქამრების შემოჭერის“ ფონზე ჯამში რა თანხა დაუჯდებათ თვითმმართველობებს აღდგომის დღესასწაულისთვის საკუთარი თანამშრომლების წახალისება

მსგავსი პოსტები

Back to top button