მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში პენსია გაიზრდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში პენსია გაიზრდება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, 70 წლამდე პირთა პენსია 300 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის 365 ლარამდე გაიზრდება.

“მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია 355 ლარი გახდება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

“იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10 პროცენტით, იანვარში კიდევ გაიზრდება 10 პროცენტით ხელფასები და ეს გაგრძელდება მომდევნო წლებში. ჩვენ გამოვკვეთეთ ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება იანვრიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს: “გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება”.
ღარიბაშვილის თქმით, იანვრიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით გაიზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button