მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში ვირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

“ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ხუთშაბათის შემდეგ სკოლაში აღარ იმყოფებოდა, რადგან რესპირაციული სინდრომები ჰქონდა. ვვარაოდობთ, რომ მისი ინფიცირების წყარო, თბილისია, რადგან ოჯახის წევრები იქით მოძრაობენ. რამდენიმე პედაგოგი და კლასი გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში”, – განაცხადა მინდიაშვილმა რადიო ჰერეთთან.

მოსწავლე ამჟამად მკურნალობას სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

დღეს კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button