“ეს არის მონტაჟი” – ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერზე

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მასზე პირადი ხასიათის ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდეს.

კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ვებ გვერდზე და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შესახებ გავრცელდა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

“ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომბნაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი. შემდეგ დღეებში და მათ შორის დღეს მსგავსი სიბინძურეების და ტყუილის გავრცელებას ველოდები, მათ შორის პირადი ხასიათისას. ამაზე გაფრთხილებული ვარ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისგან, მე არ გავიწევი, რაც გინდათ ის გამოაქვეყნეთ,“- განაცხადა გვარამიამ.

გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზე საუბრობენ. ნიკა გვარამია ჩანაწერში რუსთავი 2-ის წილის მფლობელებზე ძმებ ყარამანაშვილებზეც საუბრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button