მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანემ “მეამბოხე” ეპარქიის ნაწილს მონანიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო წირვა აბაშის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა და ქადაგებისას კიდევ ერთხელ მიმართა “მეამბოხე”, დაუმორჩილებელ ეპარქიის სამღვდელოების ნაწილს.

“სხვადასხვა გამოხატულებით, ყველამ მოინანიოს, ჯერ ერისკაცებს მივმართავ ამ ეტაპზე და სთხოვონ შენდობა თავიანთ მოძღვარს, ვინც არ მოინანიებს, ეკრძალებათ ზიარება. ვინც არ არის ქრისტიანი, იმათთვის ეს არაფერს ნიშნავს, ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ამბოხში, ასევე დღეიდან ვინც არ მოინანია, ეკრძალებათ ზიარება, მე უნდა ვიცოდე, ვინ მოინანია და ვინ არა, სწორედ ამის შემდეგ მე მოვუხსნი ევპითემიას. თუმცა, საჯაროდ არ ვთხოვ მონანიებას, უბრალოდ მათ შეუძლიათ მოვიდნენ და მთხოვონ შენდობა. და ვინც ცხოვრობს ბერ-მონაზვნურად და არ ინანიებს, მისთვის ასეთ ცხოვრებას აზრი არა აქვს. რაღაც ისეთს არაფერს ვითხოვთ. აქ არის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობა, რომელსაც მოუწოდებს ცრუ პეტრე. მან გადალახა ზღვარი, ის არ აღიარებს წმ. სინოდის გადაწყვეტილებას, მეორე დაუმორჩილებლობა გამოაცხადეთო, ეს არის განხეთქილების მცდელობა. ერთ კვირას ვაძლევ ყველას, რომ გაიაზრონ რა პრობლემის წინაშე დგანან, რადგან მერე რთული იქნება, მერე ასე მარტივად ვერ შემობრუნდებიან.”,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე იმ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და “ამბოხში” მონაწილეობდნენ “ბოლო გაფრთხილებას” აძლევს და ამბობს, რომ ეპარქია მათ წინააღმდეგ ეკლესიურ მეთოდებს გამოიყენებს.

მანამდე კი, 24 მარტს, მეუფე სტეფანესა და ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარ მამა ათენოგენს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, ეპისკოპისობის პერიოდში ყაზბეგის ხევში შვილი ეყოლა და ის გერმანიაშია.

ამ ბრალდების საპასუხოდ,მარტვილის ეპარქიაში მსახურმა ოცამდე მამაომ 27 მარტს რეზიდენციის კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს.

ისინი სინოდსა და ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს მიმართავენ.

სასულიერო პირები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები,რომელიც მან მტკიცებით ფორმაში გააჟღერა.

“ერთი რამეა, მათ ყავთ ერთი ცრუკანონისტი სარია და ბევრს ატყუებს თავისი ცრუ კანონისტობით. მე ერთი კვირაში ვეცდები მისი ცრუკანონიკობა ვამხილო. ბევრ ისეთ საკითხებს მიგვითითებს სჯულის კანონში, რაც ეწინააღმდეგება მას, ამით ტყუვდებიან ის ადამიანები, რომელთაც არა აქვთ შესაბამისი განათლება, რომ კარგად გაერკვნენ, კივიან და წივიან, ასეთები არიან დანიელი, ათიოგენე. ნუ ამათ ვერ მოთხოვ კანონისტობას, ხო დაინახეთ სარწმუნოებაც არა აქვთ, როცა ეკითხები, რომ ადამიანი შეიძლება ლოცვით გადარჩეს, მათ ამისი არ სჯერათ. ხოდა რაზე უნდა ელაპარაკო, ამიტომ მათთან არა მაქვს საქმე, ისინი არიან მსხვერპლი. მთავარი არის ის ვითომ ვისაც გონია თავი განათლებული და ამ საწყალ პეტრესაც აგდებს თავის ცრუ კანონიკურ მორევში, იმას გონია რომ რახან ეს ამას ამბობბს, ეს მართალია და სინამდვილეში არის ძალიან მატყუარა. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვამხილო ეს სარია. “-განაცხადა მეუფე სტეფანემ

მსგავსი პოსტები

Back to top button