მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რომში, კონკლავმა კენჭისყრის მეოთხე მცდელობაზე რომის ახალი პაპი აირჩია

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.

მისი ვინაობა მალე იქნება ცნობილი.
პაპის ვინაობასა და მის საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი რამდენიმე საათში გამოაცხადებს- ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM (ჩვენ გვყავს მამა).

კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა , რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა. ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია. წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას – URBI ET ORBI – ქალაქსა და ქვეყნიერებას.

თეთრი კვამლი ასევე გვამცნობს, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო. (აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ხმათა მარტივი უმრავლესობა – ნახევარზე ერთით მეტი სჭირდება).

რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.
კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა – კვამლი შავი იყო.

შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად – ორი დილით, ორი საღამოს.

დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია – მეოთხე სესიაზე.

აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს.

მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა

შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი 26 აპრილ სრომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button