საქართველოსიახლეები

639 ინფიცირებული და 349 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1-ით გაიზარდა და 639 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 32-ით გაიზარდა და 349 გახდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4 600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი.

639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button