მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს.

“ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ”, – განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამია ამბობს, თუ გაყიდვების სახლში რამეს დააყადაღებენ, არხი შემოსავალს ვეღარ მიიღებს.

“შეგვპირდა ამას ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ველოდები საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას”, – აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციური მედიების გაჩუმება არჩევნების შედეგების “ღია გაყალბებაა”.

შეგახსენებთ, 15 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში “შავი ფული ტრიალებს” და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტიის ლიდერი მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს”პარტიულ ტელევიზიებადაც მოიხსენიებდა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button