“ინტერნიუსმა” რადიოს ახალი ამბების კვლევის მეორე ტალღა გამოაქვეყნა

“ინტერნიუსი – საქართველო“ აგრძელებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა”, ფარგლებში  12 რადიომაუწყებლის მონიტორინგს.

ამჟამად “ინტერნიუსმა” მეორე ტალღის (11 ივლისი – 30 აგვისტო) მონაცემები გამოაქვეყნა. დაკვირვების სხვა ობიექტითან ერთად, ჩვენი რადიოსადგური ჰერეთიც არის.

“რადგან ჟურნალისტები კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ პოლიტიკოსებს  არ ეძლეოდათ საკუთარი გუნდის მარტივად გაპიარების შესაძლებლობა. ჟურნალისტები ადგილობრივ სიახლეებზე მრავალფეროვან და სიღრმისეულ სიუჟეტებს ამზადებდნენ, ისინი მოვლენებს სხვადასხვა კუთხით განიხილავდნენ და საკითხის ირგვლივ არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებსაც წარმაჩენდნენ.

საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ პოლიტიკოსთა ციტირებებით არ შემოიფარგლებოდა და ჟურნალისტები ეგრეთ წოდებულ ექსკლუზიურ სიუჟეტებზეც მუშაობდნენ. თემები შეეხებოდა სოციალურ პრობლემებს, სოფლის მეურნეობის გამოწვევებს და სხვა საკითხებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა.”- ნათქვამია ანგარიშში.

“საანგარიშო პერიოდში რადიო ჰერეთის ჟურნალისტები პროაქტიულობით არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ ცენტრალურ მაუწყებლების უმეტესობასთან შედარებითაც გამოირჩეოდნენ”

ანგარიშში გამოთქმულია სურვილი-რეკომენდაცია მაუწყებელმა მეტი სიღრმისეული რეპორტაჟების მომზადოს საარჩევნო თემატიკაზეც.

ჰერეთთან ერთად ინტერნიუსი კიდევ  11 რადიომაუწყებელს აკვირდება, ესენია: რადიო 1 (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ,”იმედი”, “ფორტუნა”, “თავისუფლება”, “პალიტრა”, “პირველი რადიო”, “ქალაქი”, “მაესტრო”, “რიონი”, “ათინათი” და “აჭარა”.

იხილეთ სრული კვლევა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button