მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესპანეთიდან Leopard 2-ის 6 ტანკი უკრაინაში გაიგზავნა

Leopard 2 ტიპის 6 ტანკი, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა, ესპანეთის საპორტო ქალაქი სანტანდერი დატოვა და დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
მისი თქმით, ტანკებმა სანტანდერი 20 ერთეულ მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დატოვეს.
”ექვს დღეში, სხვა ქვეყნის გავლით, ისინი უკრაინაში იქნებიან”, – აღნიშნა მარგარიტა რობლესმა.
ამასთან, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ექვსი ტანკის გარდა, Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკი, რომელსაც რემონტი უტარდება, უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაემგზავრება.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, 55-მა უკრაინელმა სამხედრომ ესპანეთში ტანკების მართვასა და მექანიკაში წვრთნები გაიარა.
მომავალ თვეებში Leopard 2 ტანკებს უკრაინას აშშ, პოლონეთი, ფინეთი და დიდი ბრიტანეთიც გაუგზავნიან.
2023 წლის იანვარში საერთაშორისო წნეხის ფონზე გერმანია მის მიერ წარმოებული Leopard 2 ტანკების უკრაინისთვის გადაცემას დათანხმდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
ამავე ცნობით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და მტრის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი (ორი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და Zala, ასევე ორი კამიკაძე თვითმფრინავი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავდროულად, რუსეთმა განახორციელა რვა სარაკეტო დარტყმა, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე. დაფიქსირდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და დაზიანება.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.
„როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება – უკრაინის განადგურება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო მოქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, – დაწერე დანილოვმა „ფეისბუქში“.

ცნობისათვის, გუშინ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button