მნიშვნელოვანისიახლეები

,,მთავრობა არ რეაგირებს,,-პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. კრასიკოვი პატიმართა გაცვლის საერთაშორისო პროცესის ფარგლებში დააბრუნეს რუსეთში. შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხის ოფიციალური კომენტარის გარეშე დატოვებას.

„ეს მგონი ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე, სწორედ, მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ, რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის… ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

1 აგვისტოს რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრები გაცვალეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ცივი ომის დასრულების შემდეგ. გაცვლაში მონაწილეობდნენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც ცოტა ან საერთოდ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ მათი ბედის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური ძალისხმევა დახურულ კარს მიღმა.
პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.

პუტინი ხანგოშვილის მკვლელს ერთგულებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს

არჩევნებში მოსახლეობა იტყვის ვინ უნდა, რომელ პარტიას ენდობა და რომელს არა. ეს არის ნდობის აღდგენის მომენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართულ ქარტიას“ შეეხებოდა.
მისი თქმით, ის თავად იქნება გარანტი იმისა, რომ იტყვის ვინ ასრულებს ქარტიის მიხედვით დათქმულ ვალდებულებას და ვინ არა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ამის შემდეგ არჩევნებში მოსახლეობა თავად იტყვის რომელ პარტიას ენდობა და რომელს არა.
„მე ვიქნები თუ არა ყოფილი ეს შემდეგ გადაწყდება – არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან მაინც ვიქნები გარანტი, და რაც მთავარია, ჩემზე მეტად გარანტი საქართველოს მოსახლეობა იქნება. სწორედ იმიტომ რომ ჩაწერილია ერთ წლიანი ვადა და [„ქართულ ქარტიაში“] ჩაწერილია ის, რომ საარჩევნო გარემო უნდა გათავისუფლდეს და აღარ უნდა ვიყოთ იმ გარემოებაში, სადაც უკვე ბევრი წელია ვართ. საქართველოს მოსახლეობა იტყვის ვინ შეასრულა ეს დათქმა და ვალდებულებები და ვინ არა. მე იმ მხრივ ვიქნები გარანტი, რომ ვიტყვი ვინ არ ასრულებს ამ მომენტში [ვალდებულებას]. შემდეგ არჩევნებში მოსახლეობა იტყვის ვინ უნდა, რომელ პარტიას ენდობა და არ ენდობა. ეს არის ნდობის აღდგენის მომენტი. ასეთი შანსი პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლევათ, რომ ჰქონდეთ შანსი, რომ შეასრულონ ხალხის დაკვეთა და დაუბრუნონ მათ დემოკრატიის მანდატი. შემდეგ თქვან, რომ „მე შეგისრულე, გთავაზობ ნამდვილ პროგრამას, მიმართულებას და ამიერიდან მომეცი მე ხმა“. ეს იქნება ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას. ამ არჩევნებში არავინ ჩათვალოს, რომ პირადად თვითონ იღებს ხალხის მანდატს. ამ არჩევნებში იქნება ქარტია და ევროპა მიიღებს ხალხის მანდატს. პარტიები იმისთვის არიან, რომ გემოვნება იყოს გამოხატული და ყველას ჰქონდეს მისი გამოხატვის საშუალება. ერთიანი ქოლგა, ნება, მიზანი და პარტიული მრავალფეროვნებაა ამისი მიზანი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.ამავე თემაზე საუბრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს წყდება ქვეყნის ბედი და ახლა არამხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ ყველამ უნდა დათმოს პირადი პოლიტიკური ამბიციები.„არ არის იმის დრო, რომ დავიწყოთ იმაზე დავა, რომ არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი, იმიტომ რომ რეალურად, არსებული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსზე, პრემიერზე, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, მისი თქმით, ვინ ქარტიით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს „მასთან და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობასთან ექნებათ საქმე, რადგან პირობა აქვთ დადებული, რომელიც არის არა მისი, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე.“„ჩვენი ამოცანა იყო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მოკლე ვადაში ევროპის გზას დავუბრუნდეთ. ეს ქარტია შედგენილია შეჯამებული შემოთავაზებებით, რაც მერე დავუბრუნე პარტიებს და ვუთხარი, ეს ის არის, რაზეც თანახმა ხართ? და მათი ხელმოწერა ნიშნავს, რომ თანახმა არიან. არამხოლოდ თანახმა, არამედ ვალდებულები არიან და ვინც არ შეასრულებს ჩემთან ექნებათ საქმე და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობასთან, რადგან პირობა აქვთ დადებული, რომელიც არის არა ჩემ, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ქარტიის ხელმომწერებს შორის ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, ჭიდაობენ ჯერ“. კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, არსებობს თუ არა ამ ჭიდაობიდან კონსტრუქციული გამოსავალი, პრეზიდენტმა აღნიშნა: „მთავარი გამოსავალი ის არის, რომ სხვა რამეზე ვერ შეთანხმდებიან“.

მსგავსი პოსტები

Back to top button