მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობა მარიუხანის ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს

საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ნებადართული იქნება ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანის წარმოება მისი ექსპორტის მიზნით.

ეს ინფორმაცია დღეს ონლაინ მედიაში გავრცელდა, რაც შემდეგ შს სამინსტრომ და ცალკეულმა დეპუტატებმა დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შსს-ს წარმომადგენლებმა შესაბამისი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს 10 სექტემბერს გააცნეს პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში. სამუშაო ვარიანტის მიხედვით, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

“ქართული ოცნების” წევრი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი მარიხუანას მოყვანის და ექსპორტის საკითხის განიხილავს.

“ვერსიების დონეზე არსებობს ასეთი რამ. შემოვა კანონპროექტი და ეს ყველაფერი იქნება ნათელი. რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო სამკურნალო მარიხუანას მოყვანაზე და ისიც მხოლოდ ექსპორტისათვის”, -განაცხადა გია გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ საუბარი ამ თემაზე მხოლოდ გუშინ არ ყოფილა და ამ საკითხს უკვე გარკვეული პერიოდია მმართველი გუნდი განიხილავს.

შს სამინისტროც ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანს განიხილავს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”, – განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button