მთავრობა რეგულაციების გამკაცრებას ჯერ არ განიხილავს
ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების არასაიმედო პროგნოზების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს ახალ შეზღუდვებზე დღეს არ უმსჯელია.
“ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვების გარეშე შევძლებთ დავძლიოთ ის მომატებული რაოდენობა და გავაკონტროლოთ რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 284 061
გამოჯანმრთელებულია – 275 024
გარდაცვლილია – 3 822
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 211 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, PCR ტესტით – 4 121
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 131 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.