მთავრობა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება
პრემიერის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მოხდება- ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის ზიანი დამთვლელი კომისიები ადგილებზე იმყოფებიან და სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენენ.
” სამმა მუნიციპალიტეტმა მიიღო ზიანი სტიქიის შედეგად. ამ დროისათვის მიმდინარეობს როგორც ინფრასტრუქტურული , ასევე დასეტყვილი სასოფლო- სამეურნეო სავარგულებისა და ვენახების აღწერა. ასევე ქარხნები მზად არიან დაზიანებული ყურძნის 90 თეთრში ჩასაბარებლად”- განაცხადა ალადაშვილმა.
შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი, ყვარელი, თელავი და ლაგოდეხი დააზარალა.
დასეტყვილია მსხმოიარე ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნკავეთები.