მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე დაიღუპა. ცნობილია, რომ ის “ქართული ლეგიონის” წევრი იყო. ინფორმაციას უკრაინაში ქართული დიასპორა ავრცელებს.

შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება. როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, ნესკუჩნეს დასახლებასთან დაიღუპა.
პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე მრავალი ქართველი მებრძოლი გაემგზავრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა

მსგავსი პოსტები

Back to top button