მთავრობამ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აჩუქა
საქართველოს მთავრობამ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა 14 ერთეული ტრაქტორი, ერთი სათიბელა, 7 სამფრთიანი და 1 ხუთფრთიანი გუთანი, დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და 3 ერთეული სიმინდის სათესი.
მთავრობის განკარგულებას ტექნიკის ეკლესიისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.