ობამას ჰელოუინზე “რომის პაპი” ეწვია [Photo/video]

ბარაკ ობამას თეთრ სახლში პატარა ბავშვი ეწვია. ბიჭი, სხვა ბავშვებთან ერთად, ჰელოუინის აღსანიშნავ წვეულებაზე მამასთან ერთად მივიდა, – იუწყება Independent.

როცა აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, ტრადიციისამებრ, სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილ ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, მის წინაშე “პაპიმობილის” საჭესთან, რომის პაპის კოსტუმში გამოწყობილი პატარა ბიჭი გამოჩნდა. ობამას ბავშვი ისე მოეწონა, რომ მას კოსტუმების კონკურსში პირველი ადგილი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში ჰელოუინის აღმნიშვნელი ღონისძიებები ყოველ წელს იმართება და პრეზიდენტთან მთელი ქვეყნის ბავშვებს ეპატიჟებიან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21980″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button