მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მთავრობამ სპექტაკლის და კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა

მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის ან კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა.

ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.

კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს:

სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;
ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button