მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ განთიადის მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ასევე ის არის ავტორი რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის (მზიანეთი, ზღვის მგელი, ავტოპორტრეტი, ფედია, ჩემი მეგობარი ნოდარი, გამოაღეთ ფანჯრები, გათენების წინ, ჭიდაობას რა უნდა, ექსპრეს – ინფორმაცია) სცენარის ავტორი.

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button