აშშ-ში ქალმა კაცს ჰოკეის მატჩის მსვლელობის დროს ხელი სთხოვა [Photo/Video]

მიჩიგანში ჩატარებული ჰოკეის მატჩის მსვლელობის დროს ახალგაზრდა ქალმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, როცა შეყვარებულები მულტიმედიურ ტაბლოზე გამოჩნდნენ, ქალმა შემთხვევით ისარგებლა, კაცს დაუჩოქა, ბეჭედი გაუწოდა და ხელი სთხოვა. კაცი ცოტა დაიბნა, მაგრამ საცოლეს თანხმობა მაინც განუცხადა.
ანალოგიური შემთხვევა ჰოლანდიაში, საფეხბურთო მოედანზეც მოხდა. მაშინ ქალმა თავის შეყვარებულს ქმრობა შესთავაზა, მაგრამ საქმრო მას ბეჭდის დანახვისთანავე გაექცა.

[print_gllr id=55783]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button