მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მწუხრის ლოცვა ჭყონდიდის ეპარქიაში და სასულიერო პირების პროტესტი მეუფე სტეფანეს
ჭყონდიდში 8 მარტს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ეპარქიის საკათედრო ტაძარში მეუფე სტეფანემ მწუხრის ლოცვას აღავლინა
მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
“ხვალ მიტევების დღეა და ხვალ შევხვდებით”,-თქვა მან.
მსახურებას მრევლის სტატუსით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულები ესწრებდნენ.
წინა შემთხვევების მსგავსად, მეუფე სტეფანეს გვერდით ისევ არ გამოჩდნენ ის სასულიერო პირები, რომლებმაც მიტროპოლიტთან ერთად ღვთისმსახურებაზე უარი თქვეს.