მუჰამედ ალი გარდაიცვალა

ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, პარასკევ საღამოს საკუთარ სახლში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 32 წელი ებრძოდა პარკინსონის დაავადებას.
ალის ოჯახის წარმომადგენლის ბობ განელის ცნობით, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მოკრივე ხუთშაბათს საავადმყოფოში სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავსეს. “ალის ოჯახი მადლობას უხდის ყველას, მათი ლოცვის, ფიქრისა და ხელშეწყობისთვის და ახლა მხოლოდ ცოტაოდენ განმარტოებას ითხოვს.” – წერია განელის განცხადებაში.
ალის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, უბრალო წარწერით – “მუჰამედ ალი. 1942-2016”