“მუხროვანის სპეცუბანსა და ირმუღანლოს უბნებზე არჩევნები გაყალბდა”
„პატრიოტთა ალიანსიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის მტკიცებით, N13 უჯარმის საარჩევნო უბანზე, რომელზეც მუხროვანის სამხედრო ნაწილის N50 სპეცუბანიც არის მიბმული, არჩევნები გაყალბდა.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის განცხადებით, N13 უჯარმის საარჩევნო უბანზე, რომელზეც მუხროვანის სამხედრო ნაწილის N50 სპეცუბანიც არის მიბმული, არჩევნები გაყალბდა.
თევდორაძის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ვერ ადგენენ, რადგან მონაცემების დაბალანსებას ვერ ახერხებენ. მისივე თქმით, მუხროვანის სპეცუბანზე საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა ორით მეტი ბიულეტენი, რაც აღნიშნულ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველს ქმნის.
“უჯარმის საარჩევნო უბანე ბიულეტენები ვერც დათვალეს და ვერც დააბალანსეს. საარჩევნო ყუთში ორით მეტი ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა. სოფელ იორმუღანლოს 12-ვე უბანზე უხეში დარღვევებია. შეიზლება ითქვას, რომ იქ არჩევნები გაყალბდა. არც ერთი ოქმი არ ბალანსდება. საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენებია ჩაყრილი. ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ მხოლოდ უჯარმის უბანი გაბათილდება, რადიკალურად შეიცვლება არჩევნების შედეგები და ირმა ინაშვილი გაიმარჯვებს. ქართულ სოფლებში, ბევრგან გვაქვს უპირატესობა 100, 150 და მეტი ხმით და ამ დროს უჯარმის უბანში ვმარცხდებით 570 ხმით და იორმუღანლოს უბნებში – 200 და 250 ხმით. ასეთი რეალობა არ არსებობს”, – განუცხადა knews.ge-ს გოჩა თევდორაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. 24 საარჩევნო უბნის მონაცემებით, თამარ ხიდაშელმა 3067 ხმა, 47.78% მიიღო, ხოლო ირმა ინაშვილმა – 3033 ხმა, 47.25 %. თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულია. საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი ირმა ინაშვილს დაუჭირა.