თინათინ ხიდაშელი: ჩემი ხელით შემყავს ოქმები, არავის ვენდობი

“ჩემი ხელით შემყავს ოქმები, არავის ვენდობი,არჩევნები მომნატრებია, შენ ხარ ოქროს გოგო” – ასე მიმართავს საქართველოს თავდაცვს მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარჯოს დეპუტატობის კანდიდატს თამარ ხიდაშელს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს.

პოსტმა სოციალურ ქსელში მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

“თავდაცვის მინისტრი ხართ. რატომ ერევით არჩევნებში? სად არის სამართალი. ძირს უსამართლობა!”
“ოქროს გოგო კი არ არის, სამარცხვინოები ხართ, ჯარის ხარჯზე ულოცავთ?”
“ქალბატონო თინა 500 ჯარისკაცის ფონზე ბეჭებზე დაუდიხართ ირმას”“რა გჭირთ, ხალხო? საკუთარი პარტიის ოფისშია და ოფიციალურ მონაცემებს აჯამებს” წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.

თავდაცვის მინისტრი თავდაპირველად არ აკონკრეტებდა ეს ფოტოები სად იყო გადაღებული, თუმცა მოგვიანებით პოსტი დაარედაქტირა და დაწერა:

” P.S. ზოგი რა საცოდავია, რა იფიქრეთ, რომ ცესკოში ვარ თუ საოლქოში? საკუთარ შტაბში ვარ, ვინაც არაფერი იცით ყველას ყავს საკითარი წარმომადგენელი უბნებზე, ასევე კომისიის წევრები, მერე იმათ მოაქვთ ოქმების ასლები შტაბში როდესაც მთავრდება უბანზე ყველაფერი, ასე ხდება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მერე ყველას შეუძლია ვისაც მათემატიკა ასწავლეს ეს ყველაფერი შეკრიბოს, გამოაკლოს და ასე …ხოდა კიდევ არის ასეთ პროგრამა, Excell ქვია”

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21819″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1446329188067″]

მსგავსი პოსტები

Back to top button