კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მუქარა და ადევნება არასრულწლოვნის მიმართ

ფეისბუკში მშობლის ღია წერილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ მის 15 წლის შვილს კაცი აედევნა, მოკვლით ემუქრებოდა და ცოლობას აიძულებდა.

როგორც მამა ამბობს, უკვე დიდი ხანია, რაც კაცი გოგოს ავიწროებდა, ერთ დღეს კი, მისი გატაცება სცადა. მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოებს 12 დღის წინ მიმართა, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია და მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს.

განცხადების გავრცელებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

„2020 წლის 7 ივნისს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ.-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, აპარატი თვალს მიადევნებს გამოძიების ეფექტურად წარმართვის პროცესსა და ამ დრომდე გატარებულ ღონისძიებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button