რეგიონი

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო

ნობათს ბაღების ყველა აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს

თელავში დაკეტილი საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო.

ბაგა- ბაღების გაერთიანებაში, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიმდინარე წელს, ბაღები ვეღარ გაიხსნება.

თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ნობათს ბაღების ყველა აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს.

” უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო წლამდე ბაღები ვერ გაიხსნება. ამიტომ პროდუქტი, რაც აღსაზრდელებს ბაღში უნდა მიეღოთ, მშობლებს დაურიგდება. ეს არ არის მალფუჭებადი და ნობათში რამდენიმე დასახელების პროდუქტი შედის. ბავშვები საახალწლო ნობათს ცალკე მიიღებენ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

ნობათს თელავის მუნიციპალიტეტში სულ 2750 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს.

ნობათებს აღსაზრდელების მშობლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც მიიღებენ.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბავშვო ბაღები თელავსა და გურჯაანში, ორი თვეა დაკეტილია და მომავალი წლის იანვრამდე არ გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button