მზეზე აფეთქებამ დედამიწაზე 6 ბალიანი შტორმი გამოიწვია [Video]
კვირას, მზეზე მძლავრი აფეთქება მოხდა. 23 ივნისს, მნათობის მიერ გამოტყორცნილმა ნივთიერებამ ჩვენამდე მოაღწია და დედამიწაზე 6 ბალიანი მაგნიტური შტორმი გამოიწვია. მეცნიერებმა აფეთქებას М3,8 კლასი მიანიჭეს. რენდგენის გამოსხივების სიმძლავრის მიხედვით, აფეთქებები შემდეგ კლასებად იყოფა:А,B,C,M,X.
მაგნიტურმა შტორმმა, დედამიწის რიგ ქვეყნებში, პოლარული, ავრორას ნათება ანუ ჩრდილოეთის ციალი გამოიწვია.
პოლარული ნათება დედამიწის ირგვლივმაშინ ჩნდება, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოიჭრებიან. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით მეტად ეფექტურიდა მკვეთრი ციალი ჩნდება. ნაწილაკები, ძირითადად, პოლუსებთან გროვდებიან და ატმოსფერულ აირებთან – აზოტსა და ჟანგბადთან ურთიერთქმედებენ.