მნიშვნელოვანირეგიონი

ნაჯახით დაჩეხილი მანქანა და მკვლელობის მუქარა – ამერიკის მოქალაქე დახმარებას ითხოვს

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრები ამერიკის მოქალაქე და მისი ქართველი მეუღლე ამბობენ, რომ თანასოფლელი სახლში მიუვარდა, ნაჯახით მანქანა დაუჩეხა და მოკვლით დაემუქრა. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ცოლ-ქმრის მიერ მოძალადედ დასახლებული პირი დაკავებული არ არის. დაზარალებულები ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და ღამის გასათევად პილიციის ადგილობრივ სამმრთველოში მისვლას აპირებენ.

 

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button