მნიშვნელოვანირეგიონი

ნახევარი მილიონი დამისამართებისათვის

ნახევარი მილიონი დამისამართებისათვის- თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფები კეთდება.
პროექტის ფარგლებში ქალაქის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართების ფირნიშები ახლით ჩანაცვლდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კი, კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება,
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

“სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,len & kompani,, ასრულებს.
ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლები მოეწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო მანათობელი ყუთები განთავსდება”- განაცხადეს მერიაში.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება და 557 100 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები და ორ ლოკაციაზე QR კუბებიც განთავსდა.
QR კოდის მეშვეობით, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ რეჟიმში ქალაქში არსებულ ყველა ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციის მიღება შეიძლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button