მნიშვნელოვანირეგიონი

” ნიკა გვარამია ავტომობილით სარგებლობაზე არ დასჯილა”

” ნიკა გვარამია ავტომობილით სარგებლობაზე არ დასჯილა”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

” არ ვაპირებ, რომ დეტალებში შევიდე იმ დანაშაულის ფორმულირებაში, რომლის გამოც გვარამია იხდის სასჯელს, ამისთვის არსებობენ სპეციალური სამსახურები რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ. მხარეს, ამ შემთხვევაში, ნიკა გვარამიას აქვს უფლება გაასაჩივროს, ეს იქნება ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დონეზე და დარწმუნრბული ვარ, რომ სახელმწიფო დაიცავს თავის პოზიციებს.

გვახსოვს, რუსთავი2-ს გარეშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ქართულმა სასამართლომ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, შემდეგ ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო.
ის არასამთავრობო, რომელიც კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაზე, რაც ავტომობილით სარგებლობის გამო არავინ დასჯილა, ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, ნიკა გვარამიას არ წარსდგენია ბრალი ამ ეპიზოდზე”- განაცხადა წილოსანმა.

დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ თელავში, ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, კახეთის რეგიონულ კონფერენცია ჩაატარა, რომელსაც ნინო წილოსანიც ესწრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button