მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ რკინის ბარიკადებია აღმართული, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button