“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა „ენკას“ოფისთან გზა გადაკეტეს
“რიონის ხეობის მცველები” ქუთაისში, აქციას მართავენ. პროტესტის მონაწილეებმა ენკას ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის შენობის პიკეტს აწყობენ.
“ნამოხვანჰესის” მოინააღმდეგეები ამბობენ, რომ რიონის ხეობაში სპეცტექნიკა გადაადგილდება, თუმცა არის ეჭვი, რომ სწორედ ასეთი მანქანებით შეაქვთ ხეობაში საჭირო მასალა.
აქტივისტების თქმით, აქცია გამაფრთხილებელია და ისინი ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს ახსენებენ.
“რადგან კომპანიის სპეცტექნიკა ვერ შედის ხეობაში, ბოლო რამდენიმე დღეა, ფიქსირდება, რომ კომპანია სხვა ტექნიკას ქირაობს და ცდილობენ, ასე გააკეთონ საქმე – კომპანიის ლოგოს გარეშე გადაადგილდებიან ხეობაში”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგები მშნებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს შვიდ თვეზე მეტია მართავენ.
„რიონის ხეობის მცველები“ მოითხოვენ კომპანია „ენკამ“ დატოვოს ხეობა.