სპორტი
ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ისევე, როგორც 10 წლის წინ მონაკოს გუნდის „მონტე-კარლოს“ შემადგენლობაში თამაშობდა.
ტურნირი კოვიდპანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქართველმა მოჭადრაკემ მე-2 საჭადრაკო დაფაზე 14 შესაძლო ქულიდან 9 ქულა დააგროვა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
„მონტე-კარლომ“ დაამარცხა ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიცაა, რუსული: „უგრა“ და „გამბიტ ვოლგოგრადი“, ასევე პოლონური „ჰუსარდი“
ნანა ძაგნიძემ ამ შედეგით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.