ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირი – სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
სასამართლო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას წაყენებული ბრალის სიმძიმით ხსნის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა ედება ბრალად. ის ასევე წარსულში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის არაერთხელ არის ნასამართლევი.
მეორე ბრალდებულს, სასულიერო პირს სასამართლომ 4 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის ვადად 45 დღე განესაზღვრა.
მასაც ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა ედება. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება.