სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა [Video]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორის ამჟამინდელი პოსტი დატოვა. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

“შექმნილ სიტუაციაციიდან გამომიდინარე გადადგომა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება გადავწყვიტე”, – განაცხადა სააკაშვილმა ოდესაში ჩატარებულ ბრიფინგზე.

სააკაშვილის თქმით, მის გადაწყვეტილებას წერტილი დაუსვა უკრაინელი პოლიტიკოსების დეკლარაციებმა, რომლის თანახმად, ისინი მილიონებს, ძვირადღირებულ ბინებსა და ფუფუნების საგნებს ფლობენ. ამის გარდა, ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო კორუფციული კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button