ნარკომანიის პრობლემა – თელავის მერის მოადგილე თანამშრომლობისთვის მზად არის

აქტიური თამნამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ალექსანდრე საჩიშვილმა თელავის მერის მოადგილემ, რადიო “ჰერეთის” ბლოგერთან დავით ღონღაძესთან “წამალდამოკიდებული” ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად თელავში და კახეთის რეგიონში.

ბლოგერი დავით ღონღაძე ამბობს, რომ ივნისის ბოლოს გეგმავენ ადგილობრივ თვითმმართელობას სპეციალური პეტიციით მიმართონ, სადაც ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებების შესახებ იქნება საუბარი.

ღონღაძის თქმით, მერიამ და თვითმმართველობამ კარგად იცის რა შესაძლებლობები აქვს ადგილობრივ ბიუჯეტს და შეძლებისდაგვარად ჩაერთოს პრობლემის მოგვარების პროცესში.

თავის მხრივ ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, დღვანდელი კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ლოიალურია, ხოლო შეძენა გასაღებაზე მკაცრი. “ჩვენ უნდა ვეცადოთ ადამიანი იქამდე არ მივიდეს, რომ სამკურნალო გახდეს”, – განაცხადა საჩიშვილმა.

ვრცლად მოუსმინეთ დავთით ღონღაძის და ალექსანდრე საჩიშვილის ხმას გადაცემიდან  “თავისუფალი დრო”:

მსგავსი პოსტები

Back to top button