აშშ-ში ტირანოზავრი თოვლის გასაწმენდად ქუჩაში გამოვიდა [Video]

ამერიკის შტატ კენტუკის მკვიდრმა – კლიფ უაიტმა თოვლისგან ქუჩის გაწმენდა ტირანოზავრის კოსტუმში გამოწყობილმა გადაწყვიტა.

შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსული უხვი ნალექის გამო მამაკაცი სამსახურში ვერ წავიდა და მეზობელთან სანაძლეო დადო, რომ ტირანოზავრის კოსტუმში გამოწყობილი, რომელიც მან ჰელოუინზე შეიძინა, ეზოს თოვლისგან გაწმენდდა.

“ამ საქმით მთელი დღე სიამოვნებით დავკავდებოდი”, – განაცხადა ამერიკელმა.

ვიდეომ, რომელიც კლიფის მეუღლემ, ემიმ გადაიღო და Facebook-ზე გამოაქვეყნა, 5 მილიონი ნახვა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო აშშ-ში დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 41 მიაღწია. The Associated Press-ის ინფორმაციით, კენტუკიში, ნიუ-იორკში, მერილენდში, ოჰაიოში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში ადამიანები საგზაო ავარიების, მხუთავი აირით მოწამვლითა და ინფარქტით დაიღუპნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button