მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნათია თურნავა კორონავირუსისგან განიკურნა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა  კორონავირუსისგან განიკურნა. ის ერთ-ერთია იმ 3 342 პაციენტს შორის, რომელიც ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა. მანამდე, 2 ნოემბერს ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც. ვირუსისგან ისიც განიკურნა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც საერთო მაჩვენებელი 636-მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button