მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს

დღეს, 13 ნოემბერს ცესკოში საჩივრების განხილვა სრულდება. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ასევე ითხოვს სხდომა საჯარო იყოს.

“გვაქვს კონკრეტული ოქმები, სადაც ბალანსიც კი არ დგება და საერთო დანაშაულთან გვაქვს საქმე მთელ რიგ შემთხვევებში, პროკურატურასაც არაერთხელ მივმართეთ. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელსუფლება არც კი იხილავს ამ საჩივრებს – ამბობს, ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

 

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, 30-ვე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ შედეგს არ ელიან, იურიდიულ გზას მაინც გამოიყენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button