მნიშვნელოვანი
„ნაციონალურ მოძრაობა და მისი სატელიტები საყდრისში სპექტაკლს აწყობენ“ – ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც წლებია საყდრისის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს აშუქებს, 13 პოლიტიკური პარტიის პროტესტს სპექტაკლს უწოდებს. ჟურნალისტის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ,,ახლა ისე ლაპარაკობს ,,არემჯი გოლდის“ საქმიანობაზე, გეგონება დღეს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება და ხალხის მოწამვლა“.
ამის შესახებ ჟურნალისტმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და ეჭვი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და RMG Gold-ის დაპირისპირებაც დადგმული იყო.
მოისმინეთ ნინო მიქიაშვილის ხმა.