“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მხარდამჭერები დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ემზადებიან, თბილისში დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისთვის. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად იკრიბებიან.
ბათუმიდან აქტივისტები უკვე ემზადებიან და სამარშრუტო ტაქსებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას, კოლონას გზად სხვა რეგიონებიც შეუერთდებიან.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ექსპრეზიდენტის უკანონო პატიმობას .
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა კირბელიას თქმით, თბილისისკენ მიემართებიან, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა. მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.
გიორგი კირთაძის და ლაშა კილაბერიას ხმა