მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, პროცესი მნიშვნელოვანია კრიზისის მოსაგვარებლად.

საყოველთაო პოლიტიკური შერიგებისთვის გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებით თუ პოზიციებით.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბაჩო დოლიძეს თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შესაძლოა მშვიდობიანად, დიალოგის გზით იქნას მიღწეული პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა.

ბაჩო დოლიძე სალომე სამადაშვილის ხმა

პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური მხარეების შერიგების თაობაზე დადებითად აფასებენ “ქართულ ოცნებაში”.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან შერიგებისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და კორსტრუქციულ დიალოგზე საუბარი მაშინ, როდესაც მეორე მხარე აქციებს აანონსებს, მათთვის მიუღებელია.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, მიხელ სააკაშვილს მინიმუმ მორალური

პასუხისმგებლობა აქვს ქართველი ხალხის წინაშე.
როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, შერიგების იდეა კარგია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

ნინო წილოსანის რატი იონათამიშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button