“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ელმირა ბეციაშვილი ამბობს, რომ უბნიდან გააძევეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/11/ელმირა-ბეციაშვილი.jpg)
“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ელმირა ბეციაშვილი ამბობს, რომ გააძევეს სოფელ ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან.
ბეციაშვილის თქმით, ასეთი დავალება კომისიის თავმჯდომარეს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მისცა, რომელიც უბანზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფება.
ელმირა ბეციაშვილის თქმით, ის სხვა ოპოზიციონერი რეგისტრატორებისა და მათი ბეჭდების ნომრებს იწერდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ რუაძე მომხდარზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბეციაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა და ამის შესახებ მითითება მისცა.
შეგახსენებთ, რომ ელმირა ბეციაშვილის თქმით, 23 ნოემბერს ვეჯინში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები” შეაგდეს, რაზეც ის პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას აკისრებს“