ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმილი აქცია გააუქმა
გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია 24 აპრილს აღარ გაიმართება, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა.
“ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხვალ გუბერნატორის დავალებით, რეგიონის მასშტაბით იგეგმება საჯარო მოხელეთა მობილიზება, რათა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას დაუპირისპირონ. მე, როგორც რაიონის დეპუტატი, არ დავუშვებ გურჯაანელებს შორის მოხდეს დაპირისპირება, რადგან ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს პროვოკაცია.
ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პოლიციის უფროსთან დაკავშირებას, რომ უზრუნველეყო მშვიდობიანი აქციის მინაწილეების უსაფრთხოება, თუმცა ამის გარანტია ვერ მივიღეთ.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი აქცია გავაუქმოთ, თუმცა, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში”, – განაცხადა ჟურნალიტებთან სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი ღვინიაშვილმა.